წესები და პირობები


საიტზე განაცხადის შევსებით და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. განაცხადის შევსებით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს და მის სამართავად უთითებთ საკონტაქტო ნომერსა და ელ ფოსტას. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია Euwork.ge-ის მიერ.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
Euwork.ge იცავს მომხმარებლის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს თქვენი თანხმობის გარეშე.

საიტზე პერსონალური მონაცემების გაგზავნამდე გთხოვთ გაეცნოთ საიტზე არსებულ წესებსა და პირობებს.

1. Euwork.ge-ზე (შემდგომში - სისტემა) რეგისტრაცია შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე შრომითი ქმედუნარიანობის (18 წელი და ზემოთ) პირებს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი).

2. სისტემაში რეგისტრაცია ადასტურებს პირის ნებას, სისტემაში ატვირთული მონაცემები, პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიით, სისტემის მიერ დამუშავდეს სტატისტიკური, ანალიტიკური და დასაქმების მიზნებისათვის.

3. სისტემაში რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, პირის უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე.

4. სისტემაში რეგისტრაცია უფასოა.

5. სისტემაში რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მართოს საკუთარი პროფილის მდგომარეობა მათ შორის მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება..

6. სისტემაში საკუთარი მონაცემების წაშლის/დაბლოკვის/განადგურების მიზნით პირი უკავშირდება კომპანიას (საიტზე მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია) რეგისტრაციის გაუქმების მიზნით/ ან ცხადდება კომპანიის ოფისში.

7. დაუშვებელია სისტემით მოპოვებული ინფორმაციის გაყიდვა, გაშარჟება, გასაჯაროება, გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, ასევე პოლიტიკური რელიგიური და დისკრიმინაციული მიზნებისათვის გამოყენება.

8. რეგისტრირებული პირი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა კომპანიამ გადასცეს მესამე პირს დასაქმების მიზნებისათვის.

9. რეგისტრირებული პირი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ სისტემაში შეყვანილ საკონტაქტო წყაროს მეშვეობით კომპანია მას დაუკავშირდება.

10. პირის საკონტაქტო ინფორმაციის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პირმა პირადად უნდა მიმართოს კომპანიას გაყალბებული რეგისტრაციის შეწყვეტის მიზნით.

11. საკუთარ პროფილში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემაში რეგისტრირებულ შესაბამის პირს.

12. შეუძლებელია, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საჯარო გახდეს სისტემის მეშვეობით, სისტემის სხვა მომხმარებლისათვის.

13. სისტემაში რეგისტრაცია შეიძლება შეწყდეს:

13.1 დადასტურებული ინფორმაციის მიღების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ სისტემაში არასწორი/ყალბი ინფორმაციის განთავსებას. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა კომპანიის მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული წერილობითი დოკუმენტი;

13.2 სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ სისტემაში განთავსებულია დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია;

13.3 სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ სისტემაში რეგისტრაციასთან და/ან სისტემის მოხმარებასთან დაკავშირებული პირობების დარღვევა;

13.4 კომპანია იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს პიროვნების რეგისტრაცია სისტემაში საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს.

14. ღილაკზე - „თანხმობა" დაჭერით პირი ეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას.